ძიუდო

14:23 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგოშიძე-ფილკინას ვერცხლი ევროპის თასზე

რუსეთის ქალაქ ტულაში სტარტი აიღო ევროპის თასმა კადეტ (18-წლამდელები) ძიუდოისტთა შორის, სადაც ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა გაგოშიძე-ფილკინამ.

დიანას საცხოვრებელ ადგილად სანკტ-პეტერბურგი აქვს მითითებული და სასიამოვნოა, რომ საქართველოს სახელით გამოსვლა არჩია.
გაგოშიძე-ფილკინამ 48 კგ-მდე წონით კატეგორიაში 3 გამარჯვება იზეიმა (სამივე რუსებთან) და მხოლოდ ფინალური ორთაძრძოლა დათმო იტალიელ მეტოქესთან.
ქართველმა ძიუდოისტმა ალინა გუსეინოვასა და იულია სემიკოლენოვას ვაზარებით აჯობა, აინა მოისეევა დააიპონა, გადამწყვეტი შერკინება კი თავად დათმო იპონით ასუნტა სკუტოსთან.

0.110784