საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისის საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მიჯრით მე-4 გამარჯვება იზეიმა და ტურნირის ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.
ქართველმა წყალბურთელებმა მორიგ წარმატებას სლოვაკეთთან მიაღწიეს, რომელთან პირველი მეოთხედიც 0:3 დათმეს, თუმცა, საბოლოოდ, 11:7 იმარჯვეს. მასპინძელთაგან საუკეთესონი ბესარიონ ახვლედიანი (4 გოლი) და გიორგი კირიაკიდი (3) იყვნენ, თითოჯერ კი თავი გიორგი კოზაშვილმა, გუგა გელაშვილმა, დავით გორგოძემა და ლუკა ჩიქოვანმა გამოიჩინეს.
შეგახსენებთ, რომ გელა ტუკვაძისა და ოთარ ქოიავას გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა სასტარტო შეხვედრაში ბულგარეთს 18:4 სძლია, რასაც ლიეტუვასთან (13:5) და აზერბაიჯანთან (31:2) ასევე დამაჯერებელი მოგებები მოჰყვა.
ქართველ წყალბურთელთა დარად უდანაკარგოდ მიიწევს წინ უმთავრეს ფავორიტად შერაცხული სერბეთის ნაკრები, რომელსაც ჩვენი ბიჭები, ხვალ, დასკვნით ტურში შეერკინებიან.
28 მარტი
16:00 სერბეთი – აზერბაიჯანი 30:1
17:30 ლიეტუვა – სლოვაკეთი 6:9
19:00 საქართველო – ბულგარეთი 18:4
29 მარტი
16:00 აზერბაიჯანი – სლოვაკეთი 2:21
17:30 ბულგარეთი – სერბეთი 0:24
19:00 საქართველო – ლიეტუვა 13:5
30 მარტი
09:00 ლიეტუვა – ბულგარეთი 12:13
10:30 საქართველო – აზერბაიჯანი 31:2
12:00 სლოვაკეთი – სერბეთი 5:20
17:00 ბულგარეთი – აზერბაიჯანი 24:2
18:30 სერბეთი – ლიეტუვა 24:5
20:00 საქართველო – სლოვაკეთი 11:7
31 მარტი
09:00 აზერბაიჯანი – ლიეტუვა
10:30 სლოვაკეთი – ბულგარეთი
12:00 საქართველო – სერბეთი