აპრილში ქართველი მოფარიკავეები მხოლოდ ორ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.
6-14 აპრილს, პოლონეთის ქალაქი ტორუნი იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპიძლებს. ქართველი გულშემატკივრისათვის მნიშვნელოვანი შეჯიბრების პირველი სამი დღეა, როდესაც ტურნირი ხმლით ფარიკაობაში ჩატარდება. საერთო ჯამში საქართველოდან პოლონეთში 11 ხმლით მოფარიკავე იასპარეზებს: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, მარიამ ცუხიშვილი, თამარ ჩარკვიანი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, ნიკოლოზ ჭეიშვილი, გოგა კაკაურიძე, ვახტანგ არჩვაძე, გიორგი მერკვილაძე, ლაშა კუჭუხიძე.
26-28 აპრილს კი, სამხრეთ კორეის დედაქალაქში ხმლით ფარიკაობაში გრან პრი ჩატარდება. სეულში 5 ქართველი მოფარიკავე გამოვა: ლიკა ჯიჯეიშვილი, თეოდორა კახიანი, სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი.
ამ ორ შეჯიბრს შორის 19-21 აპრილს თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური