საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები დანაკარგის გარეშე განაგრძობს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელსაც თბილისის საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" მასპინძლობს.
ქართველმა წყალბურთელებმა სასტარტო შეხვედრაში ბულგარეთს 18:4 სძლიეს, რასაც ლიეტუვასთან (13:5) და აზერბაიჯანთან (31:2) ასევე დამაჯერებელი მოგებები მოჰყვა. საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, ტურნირის სრული შედეგები კი ასე გამოიყურება.
28 მარტი
16:00 სერბეთი - აზერბაიჯანი 30:1
17:30 ლიეტუვა - სლოვაკეთი 6:9
19:00 საქართველო - ბულგარეთი 18:4
29 მარტი
16:00 აზერბაიჯანი - სლოვაკეთი 2:21
17:30 ბულგარეთი - სერბეთი 0:24
19:00 საქართველო - ლიეტუვა 13:5
30 მარტი
09:00 ლიეტუვა - ბულგარეთი 12:13
10:30 საქართველო - აზერბაიჯანი 31:2
12:00 სლოვაკეთი - სერბეთი 5:20
17:00 ბულგარეთი - აზერბაიჯანი
18:30 სერბეთი - ლიეტუვა
20:00 საქართველო - სლოვაკეთი
31 მარტი
09:00 აზერბაიჯანი - ლიეტუვა
10:30 სლოვაკეთი - ბულგარეთი
12:00 საქართველო - სერბეთი