საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა: ქართველმა წყალბურთელებმა ბულგარეთი 18:4 დაამარცხეს.
თბილისის საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” მიმდინარე ტურნირის სასტარტო ტურის დანარჩენ მატჩებში სერბეთმა აზერბაიჯანი 30:1 გაანადგურა, სლოვაკეთმა კი ლიეტუვას 9:6 სძლია.
დღეს, მე-2 ტურის მატჩები შედგება, რომელთა განრიგი ასეთია:
16:00 აზერბაიჯანი – სლოვაკეთი
17:30 ბულგარეთი – სერბეთი
19:00 საქართველო – ლიეტუვა