ჩოგბურთი

1:00 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე იტალიაში ყოჩაღობს

იტალიური სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა მარიამ ბოლქვაძემ.

ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი ოლგა საეზ ლარა 6:2, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზურისთვის იტალიელ სტეფანია რუბინის დაუპირისპირდება.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძემა და ესპანელმა ნურია პარიზას-დიაზმა რუმინელებს – ბულგარუსა და დასკალუს 6:3, 7:5 სძლიეს და მეოთხედფინალში ესპანელ პარა-სანტოიასა და შვეიცარიელ ტეიხმანს გაეჯიბრებიან.
ტუნისურ ტაბარკაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა ანა მაქაცარია. შეგახსენებთ, რომ მაქაცარია ერთეულთა ბადეში ნორვეგიელ მალენ ჰელგოსთან 5:7, 2:6 დამარცხდა, წყვილებში კი ანა და დანიელი ოლგა ჰელმი მე-2 ნომრად განთესილ იტალიელებს (სკალა-სპიგარელი) ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 3:6.

0.120212