ფეხბურთი

9:49 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუ: „რამოსი „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“

„რეალის“ ყოფილ პორტუგალიელ ვარსკვლავს, ლუიშ ფიგუს, მიაჩნია, რომ მადრიდული კლუბის კაპიტანი, სერხიო რამოსი „ოქროს ბურთის“ ლაურეატობას იმსახურებს.

„ცხადია, რომ რამოსი „ოქროს ბურთის“ ღირსია. მცველისთვის, ისევე როგორც მეკარისთვის, ამ პრიზის მიღება გაცილებით რთულია. თუმცა, თავის დროზე ფაბიო კანავარომ ეს მოახერხა. ყველაფერი არსებული სიტუაციიდან გამომდინარეა. მაგრამ თუ ოსტატობის მხრივ ვიმსჯელებთ, რამოსმა ეს ჯილდო უნდა მიიღოს.“ - უთხრა ფიგუმ ესპანურ Marca-ს.

ისტორიის მანძილზე „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ოთხ მცველს მიუღია: ფრანც ბეკენბაუერს (ორჯერ), მატიას ზამერს, ლოთარ მათეუსს და ფაბიო კანავაროს. თუმცა, კანავაროს გარდა, არცერთი იყო კლასიკური გაგებით მცველი. უფრო მცველ-ნახევარმცველები იყვნენ.

ფიგუმ კი ეს პრიზი 2000 წელს ირგუნა.

0.115392