ფეხბურთი

1:25 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პატო ბრაზილიაში დაბრუნდა

ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „სან პაულუში“ გააგრძელებს. Globo Esporte-ს ცნობით, ბრაზილიეკმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

29 წლის ფეხბურთელი „სან პაულუს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ ჩინურ „ტიანჯინთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა.

პატო „სან პაულუში“ 2014-2015 წლების სეზონში თამაშობდა და 59 მატჩში 19 გოლიც გაიტანა.

ხსენებული ორი გუნდის გარდა კარიერის განმავლობაში ბრაზილიელ შემტევს „ინტერნასიონალის“, „მილანის“, „კორნთიანსის“, „ჩელსისა“ და „ვილიარეალის“ ღირსებაც დაუცავს.

ბრაზილიის ნაკრებში კი 27 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

0.117044