"იუტა ჯაზის" ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა ნბა-ს რეკორდი დაამაყარა. რუდიმ ერთ სეზონში ყველაზე მეტჯერ 270-ჯერ ბურთი ჩატენა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ჩატენვების სტატისტიკა 2000 წლიდან აღიწერება, აქამდე საუკეთესო 269 ჩატენვა დუაიტ ჰოვარდს ეკუთვნოდა.
მიმდინარე სეზონში ჩატენვების რაოდენობით მეორე ადგილზე იანის ადეტოკუმპოა (264), მესამე ადგილზე კლინტ კაპელაა (202)