ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საფრანგეთმა ისლანდია 4:0 დაამარცხა. მეოთხე გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა და ნაკრებში 28 გოლი დაუგროვდა. ასევე საფრანგეთის ნაკრებში 28 გოლი იური ჯორკაეფს აქვს გატანილი.
„სამფეროვნების“ ისტორიაში ყველაზე მეტი 51 გოლი ტიერი ანრის აქვს გატანილი.
საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო გოლეადორები:
- ტიერი ანრი - 51 გოლი
- მიშელ პლატინი - 41
- ოლივიე ჟირუ - 35
- დავიდ ტრეზეგე - 34
- ზინედინ ზიდანი - 31
- ჟიუსტ ფონტენი - 30
- ჟან-პიერ პაპენი - 30
- ანტუან გრიზმანი - 28
- იური ჯორკაეფი - 28
- ქარიმ ბენზემა - 27