ფეხბურთი

15:45 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში დუბლინში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება და დუბლინში პირველი ვარჯიშიც გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა კარლაილის მოედანზე ივარჯიშეს და საწვრთნელ პროცესში დუბლინში მყოფი 23-ვე ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოგეხსენებათ, "ჯვაროსნები" ირლანდიის დედაქალაქში დანაკლისით ჩავიდნენ - ჯიმი ტაბიძე და ჯანო ანანიძე ტრავების გამო გუნდთან ერთად აღარ არიან. თავის მხრივ, გიორგი მერებაშვილი, რომელმაც შვეიცარიასთან მატჩი გამოტოვა, გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადება.

საქართველოს ნაკრები თამაშამდე ბოლო ვარჯიშს დღეს, "ავივა სთედიუმზე" ჩაატარებს, სადაც 26 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე შეხვედრაც გაიმართება.

0.114223