საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიის დედაქალაქე დუბლინშია. "ჯვაროსნები" ირლანდიაში 23 ფეხბურთელით გემგზავრნენ, როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, გუნდს არ გაჰყოლია ჯიმი ტაბიძე და ჯანო ანანიძე. ერთს ტვინის შერყევა აქვს, მეორეს - ტერფი აწუხებს.
"ჯვაროსნები" პირველ ვარჯიშს დღეს კარლაილის მოედანზე გამართავენ.
შეგახსენებთ, ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 26 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები დუბლინში შემდეგი შემადგენლობით ჩაფრინდა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)