ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ, ჟურნალისტებთან არგენტინა-ვენესუელას ამხანაგური შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ნომინალური მასპინძლები (მატჩი მადრიდში, „ატლეტიკოს“ სტადიონზე გაიმართა) მოულოდნელად 1:3 დამარცხდნენ.
„არგენტინა-ვენესუელას მატჩი? საშინელებათა ფილმებს არ ვუცქერ. უვარგის ხალხს, რომლებიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობენ ჩვენს ნაკრებს, ეგონათ, იოლად მოუგებდნენ ვენესუელას. არადა, მათ საკმაოდ ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. არგენტინასთან მატჩში ისინი ფანჯრიდან შემოვიდნენ და არა კარიდან.
არგენტინული ფეხბურთის ხელმძღვანელები ატყუებენ ხალხს. ამ გუნდს გამარჯვებები არ შეუძლია.“ - ციტირებს მარადონას სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში, შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, არგენტინელთა რიგებში პირველად გამოჩნდა ლიონელ მესი. ვერაფრით გამოირჩა, საზარდულის ტრავმა გაიმიზეზა და ბარსელონაში დაბრუნდა. ამისდაკვალად, მაროკოსთან მომავალ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს.