კალათბურთი

10:15 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას „დეტროიტმა“ პორტლენდში წააგო

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსი“ გასვლაზე „პორტლენდთან“ 117:112 დამარცხდა. ფაჩულიამ მხოლოდ ექვსი წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს ერთი პასი ამდენივე, მოხსნა და ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ მეტოქის ფარს ერთხელ უშედეგოდ შეუტია.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გადამწყვეტი ბოლო წუთები აღმოჩნდა. „დეტროიტი“ 109:103 იგებდა, „პორტლენდმა ზედიზედ 12 ქულა ისე ჩააგდო, რომ მიჩიგანელებმა ქულის აღებაც კი ვერ მოახერხეს.

ყველაზე მეტი 28 ქულა დამიენ ლილარდის ანგარიშზეა. ბრეიკ გრიფინს 27 ქულა ჰქონდა.

„დეტროიტი“ 37 მოგებით და 35 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში დეტროიტელები გასვლაზე „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 25 მარტს თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.

0.11891