კალათბურთი

3:27 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის MVP ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოამ“, რომელმაც 24-ე ტურში სტუმრად „ტენერიფე“ 67:60 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოო შედეგზე ყველა დიდი ზეგავლენა მესამე პერიოდმა მოახდინა, რომელიც სტუმრებმა 8-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და ორივე გუნდის რიგებშიც საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 32:14 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 8-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძე ორივე გუნდის რიგებში ჩაგდებული ქულების რაოდენობით (14) და მარგი ქმედების კოეფიცინტით (20) საუკეთესო გახლდათ. შესაბამისად, მატჩის MVP-იც გახდა.

„გიპუზკოას“ 24 თამაშში 6 გამარჯვების საპირისპიროდ 18 წაგება აქვს და ისევ ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში კი, 30 მარტს, ბურჯანაძის ყოფილ გუნდს, „მორაბანკ ანდორას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111264