ფეხბურთი

23:18 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძე: "პირველ გოლს სიტუაციის შეცვლა შეეძლო"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველ გოლს სიტუაციის შეცვლა შეეძლო და საქართველოს ანგარიში რომ გაეხსნა, შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო.

„მეორე ტაიმში შვეიცარიამ ძალიან გვაჯობა, მაგრამ 60 წუთი ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო და პირველი გოლი რომ გაგვეტანა, შეეძლო სიტუაცია შეეცვალა. პირველი ოფიციალური თამაში? - ემოციები იყო, მაგრამ ეს ფეხბურთელმა უნდა გადალახოს.

ირლანდია? - ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩემი აზრით, გამარჯვება შეგვიძლია. რთული იქნება სტუმრად, რადგან გულშემატკივრის დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ შესაძლებელია. ვფიქრობ, როგორც გუნდი შვეიცარიაზე ძლიერი ნამდვილად არაა“, - თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან გამართავს.

0.116862