ფეხბურთი

22:58 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლორია: "შვეიცარიამ გამარჯვება დაიმსახურა"

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. ქართველი კიპერის განცხადებით, მეტოქემ სამი ქულა დაიმსახურა. გიორგიმ ასევე ირლანდიასთან დამდეგი მატჩის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„შვეიცარიის ნაკრებმა გაცილებით კარგად ითამაშა და მოიგო კიდეც. ჩვენ კი ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა. ირლანდია? შანსი რა თქმა უნდა, ყოველთვისაა და დანარჩენი მოედანზე გაირკვევა“, - თქვა ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11177