ფეხბურთი

22:38 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია: "მთავარი მიზეზი ფიზიკური კონდიციები იყო"

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შვეიცარიასთან (0:2) თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტოქემ პირველ რიგში ფიზიკური გამძლეობის ხარჯზე გაიმარჯვა.

„რთული თამაში იყო, პირველი თანაბარი იყო, ვიტყოდი, რომ უფრო მეტი მომენტი პირველ ნახევარში ჩვენ გვქონდა. მეორე ტაიმში კი პირველ რიგში ფიზიკური მომზადება დაგვაკლდა, რადგან ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელთაც ტრავმები ახალი მოშუშებული ჰქონდათ. ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ წავაგეთ.

რა თქმა უნდა, რთულია ჩემთვისაც, რადგან პირველი თამაში იყო, როდესაც ძირითად შემადგენლობაში ვიყავი ორი ტრავმის შემდეგ. მაგრამ რაც შემეძლო 100%-ით დავიხარჯე.

ირლანდიასთან თამაშზე ხვალიდან ვიფიქრებთ, ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და დუბლინური თამაშისთვის მოვემზადოთ“, - განაცხადა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან გამართავს.

0.135943