სხვა

13:47 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ წყალბურთელთა წარმატებული სტარტი

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო როსტომ და ზურაბ ჩაჩავების თასზე, რომელსაც თბილისი, კერძოდ კი, აუზი “ოლიმპიკი” მასპინძლობს.
ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა საწყის მატჩში უკრაინელი თანატოლები დამაჯერებლად – 20:11 დაამარცხეს, დღის კიდევ ერთ შეხვედრაში კი თურქეთმა ბულგარეთს 14:9 სძლია.
ოთხთა ტურნირის დარჩენილი შეხვედრების განრიგი ასე გამოიყურება:

23 მარტი
17:00 უკრაინა – თურქეთი
18:30 საქართველო – ბულგარეთი

24 მარტი
10:00 ბულგარეთი – უკრაინა
11:30 საქართველო – თურქეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102645