მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი დიეგო გოდინი ურუგვაის ნაკრების რეკორდსმენი გახდა. გამოცდილმა მცველმა უზებეკეთთან (3:0) მოგებულ შეხვედრაში 67 წუთი გაატარა მოედანზე და გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ურუგვაის ნაკრებში ყველაზე მეტჯერ უთამაშია.
გოდინისთვის ეს 126-ე სანაკრებო თამაში გამოდგა და მაქსი პერეირას შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც სანაკრებო კარიერა გასულ წელს დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ გოდინს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა.
„სელესტეს“ რიგებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო ხუთეული ასეთია:
დიეგო გოდინი - 126 თამაში
მაქსი პერეირა - 125
დიეგო ფორლანი - 112
კრისტიან როდრიგესი - 110
ედინსონ კავანი - 109