ფეხბურთი

17:51 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტკოვიჩი: "საქართველო შემტევი და აგრესიული გუნდია"

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ბოსნიელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

„რა თქმა უნდა, ბელგიასთან თამაშს ჰქონდა გარკვეული ზეგავლენა. ჩვენ 4 თვეა ვმუშაობთ ფორმის შენარჩუნებაზე და ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ფორმის ჩვენება, რადგან არ გვინდა სამუშაო წყალში გადავყაროთ.

ეს გამონათქვამი იმის ნარევია, რაც რუსულ ფეხბურთს ახასიათებს, რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის იმპროვიზაციის ჩათვლით. ძალიან კარგად მახსოვს თბილისის „დინამო“, რომელიც წარმატებულ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.

წარმატების რეცეპტი ძალიან მარტივია - ბევრი შრომა, 100%-ით მზადყოფნა. სწორედ ამის ხარჯზე ვაღწევთ წარმატებას ბოლო წლებში, მაგრამ თავხედები და ქედმაღლები არასდროს ვყოფილვართ. სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ ხვალ, მოედანზე დავდოთ რაც შეგვიძლია და სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ.

დღეს საღამოს გვექნება სწორედ საქართველოს ნაკრების ანალიზი და უნდა განვიხილოთ ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ ეტაპზე რაც ვიცით, ისაა, რომ საქართველოს საკმაოდ აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ამავდროულად, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერები არიან. რა თქმა უნდა, ეს უნდა გავითვალისწინოთ.

ფეხბურთელები გვაკლია, მაგრა ეს ყოველთვის ხვდება და გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ. ასე, რომ ეს არ იქნება ჩვენთვის დიდი პრობლემა“, - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.113697