კალათბურთი

9:46 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას „დეტროიტმა“ ფინიქსში იმარჯვა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ გასვლაზე „ფინიქს სანსი“ 118:98 დაამარცხა.

ზაზამ პარკეტზე მხოლოდ ოთხი წუთი დაჰყო, ამ დროში კი ქართველმა ცენტრმა, ერთი შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხოლო მესამე პერიოდში მიჩიგანელები დაწინაურდნენ და მას შემდეგ „ფინიქსი“ მდევრის როლში იყო. „ფინიქსში“ დევინ ბუკერი 26 ქულით საუკეთესო გახლდათ, ხოლო „დეტროიტში“ 16 ქულით და 19 მოხსნით ანდრე დრამონდი გამოირჩა.

დეტროიტელების ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე გადავიდა და მეცხრრე ადგილზე მყოფ „ორლანდოს“ სამი მოგებით უსწრებს.

მომდევნო შეხვედრაში „დეტროიტი“ გასვლაზე „პორტლენდს“ დაუპირისპირდება, მატჩი 24 მარტს თბილისის დროით 06:00 საათზეა ჩანიშნული.

0.115214