ფეხბურთი

23:50 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემბოლო: "საქართველოსთან თამაში უფრო რთული იქნება, ვიდრე გრანდების წინააღმდეგ"

შვეიცარიის ნაკრებისა და გელზენკირხენის „შალკეს“ თავდამსხმელი ბრილ ემბოლო საქართველოსთან მძიმე მატჩს ელოდება. 22 წლის შემტევის განცხადებით, პატარა გუნდების წინააღმდეგ თამაში ზოგჯერ უფრო ძნელია, ვიდრე გრანდების.

ემბოლოს აზრით, საქართველო დაცვით ტაქტიკას აირჩევს და მეტოქის უკანა ხაზში სივრცეების მოძებნა უფრო გაძნელდება:

„საქართველო რთული მეტოქეა. ის მოგვცემს თამაშის უფლებას და თავად დაცვაში ჩადგება. ეს არის ოპონენტების ტაქტიკა, რომლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ზოგჯერ დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში უფრო ადვილია, რადგან სივრცეებს ტოვებენ, ვიდრე პატარა გუნდებთან.

განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობ. ნაკრებსა და კლუბშიც დავამტკიცეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანია და ვიცით, როგორ მოვძებნოთ გზა გოლების გასატანად“, - განუცხადა ემბოლომ RCI Sport-ს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, თბილისში, 18:00 საათზე დაიწყება.

0.113073