ფეხბურთი

23:27 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიის ნაკრები თბილისში კიდევ ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს

შვეიცარიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩის წინ კიდევ ერთი წამყვანი ფიგურა გამოაკლდა. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, მცირე დაზიანების გამო გუნდს თბილისში არ გამოჰყოლია ადმირ მეჰმედი.

ამრიგად, გერმანული „ვოლფსბურგის“ შემტევი საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. აქვე გეტყვით, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი „ჯვაროსნებთან“ მატჩს შერდან შაქირისა და ჰარის სეფეროვიჩის გარეშე ჩაატარებს. ამრიგად, შვეიცარიელებს სამი წამყვანი შემტევი დააკლდებათ, რაც გუნდის შემტევ პოტენციალს რა თქმა უნდა, ერთი-ორად დაასუსტებს.

28 წლის მეჰმედი შვეიცარიის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და 59 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. შვეიცარიის ნაკრებში, რომელიც საქართველოს 23 მარტს დაუპირისპირდება, თბილისში დღეს საღამოს ჩამოფრინდა.

0.117263