საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო ვარჯიში გამართა სლოვენიასთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩამდე. 21-წლამდელები ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ემზადებიან.
"გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. ბიჭები არაფერს უჩივიან და სათამაშოდ მზად არიან. ჩვენთვის ეს მორიგი მატჩია ევროშესარჩევისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც სექტემბერში დაგვეწყება. სლოვენიასთან და ისრაელთან მატჩები დაგვეხმარება, რათა ფეხბურთელებამდე ზუსტად მივიტანოთ ის, რასაც ვგეგმავთ" - განაცხადა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.
სლოვენიასთან მატჩი 22 მარტს გაიმართება, ისრაელს კი ჩვენი გუნდი 26 მარტს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ილია ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).
gff.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რომელ საათზე იქნებაა?იქნება თუარა ტელევიზიით?არუნდა დაწეროოთ?
საღამოს 7 საათზე. ფედერაციის youtube არხზე იქნება სტრიმი
ჩვენი პლიუსი ბელარუსიასთან პლეი-ოფია.თავდაჯერებულენი გამოვლენ აღარ ინერვიულებენ ბიჭები გაიხსნებიან არ იქნება ჩვენთვის დამახასიათებელი ფაცი -ფუცი და ვნახოთ რა გამოვა ასეთ სიტუაციაში ჯერ არ ვყოფილვართ. საქართველო გაბრწყინდება