ფეხბურთი

21:15 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახური შოკი (+VIDEO)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყო. საწყისი შეხვედრა I ჯგუფში გაიმართა, სადაც ყაზახეთის ნაკრებმა შოტლანდიას უმასპინძლა.

მას შემდეგ, რაც ყაზახეთმა ერთა ლიგაზე წარუმატებლად ითამაშა, საქართველოსთან ორივე თამაში წააგო და შედეგად, ჯგუფშიც ვერ იპირველა, სტანიმირ სტოილოვს კარისკენ მიუთითეს. ბულგარელის ადგილი ჩეხმა სპეციალისტმა მიხალ ბილეკმა დაიკავა.

ბილეკი გამოცდილი სპეციალისტია - ჩეხეთის ნაკრები ევრო 2012-ის მეოთხედფინალში გაიყვანა და ქართველი ქომაგიც კარგად იცნობს: 2014 წელს თბილისის „დინამოს“ ედგა სათავეში. ჩეხს დიდებული დებიუტი გამოუვიდა. მერე რა, რომ შოტლანდიური ფეხბურთის ოქროს ხანა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, ყაზახეთის ნაკრებისგან ასეთ თამაშს ალბათ არავინ მოელოდა - 3:0.

მასპინძლებმა სქოთები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დამსახურებულად იმარჯვეს. მეათე წუთისთვის ბილეკის გუნდი უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდა. ჯერ იური პერტსუხმა გახსნა ანგარიში მეოთხე წუთზე, რასაც ზუსტად 6 წუთში იან ვოროგოვსკის მეორე გოლც მოჰყვა. ყაზახებმა 51-ე წუთზე ანგარიშს კიდევ უფრო ლოსიდური სახე მისცეს - თავი ამჯერად ბაკტიორ ჟაინუტდინოვმა გამოიჩინა და ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი სენსაციით დაიწყო.

ამავე ჯგუფში დღეს პირველი ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართება. კვიპროსი სან მარინოს, ხოლო ბელგია რუსეთს უმასპინძლებს.

ყაზახეთი - შოტლანდია 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 პერტსუხი (6), 2:0 ვოროგოვსკი (10), 3:0 ჟაინუტდინოვი (51)

0.117534