სხვა

18:37 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახს ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში სამუშაო შეხვედრა ჰქონდა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან.

საუბრისას გუტერეშმა მაღალი შეფასება მისცა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შერიგების პროცეში IOC-ის მიერ გაწეულ სამუშაოებს. გაეროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოლიმპიური მოძრაობა მნიშვნელოვანი იარაღია საერთაშორისო სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

თავის მხრივ თომას ბახმა გუტერეშს ამცნო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კორეის გაერთიანებული გუნდის მონაწილეობის გეგმებზე, ასევე ჩრდილოელებისა და სამხრეთელების სურვილზე, 2032 წლის თამაშებისთვის გააკეთონ ერთიანი განაცხადი.

IOC-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დევნილთა გუნდის მონაწილეობის საკითხს.

გარდა ამისა, თომას ბახმა გაეროში IOC-ის ახალი მუდმივი დამკვირვებელი წარადგინა. ეს არის კოლუმბიელი ლუის მორენო, რომელმაც ამ პოზიციაზე შეცვალა იტალიელი მარიო პესკანტე.

www.geonoc.org.ge

0.118784