საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩზე 26 862 ბილეთი გაყიდულია. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება.
გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა „დინამო არენას“ სალაროებში 11:00-დან 19:00 საათამდე შეუძლიათ. გარდა ამისა, ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე ნებისმიერ დროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.