კალათბურთი

16:57 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 33 ქულა 33 წუთში

26 წლის ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ პოლონურ “რადომში” გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. დუდას გუნდმა შინაურ კედლებში “კოშალინი” 91:78 დაამარცხა, ჩვენებურმა კი 33 წუთში 33 ქულა ჩააგდო.

სანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 6-დან 4 ორქულიანი, 11-დან 5 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო და 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
“რადომმა” 7 მოგება და 16 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 23 მარტს, სტუმრად, “ლეგიასთან” გამართავს.

0.115538