ტურინის „იუვენტუსი,“ მომავალ ზაფხულს, წინასასეზონო ტურნეს, აშშ-ის მაგიერ აზიაში გაატარებს, წერს New York Times. ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ორგანიზატორებმა მიიღეს, რომელიც ზაფხულობით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-შიც იმართება.
„იუვენტუსი“ ამჯერად ჩინეთსა და სინგაპუში გაემგზავრება, რათა კრიშტიანუ რონალდუს დაპატიმრება თავიდან აიცილოს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის წინააღმდეგ, გაუპატიურების მუხლით გამოძიება მიმდინარეობს და აშშ-ის ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში, ის შეიძლება დააკავონ. მოდელი კეტრინ მაიორგა ამტკიცებს, რომ რონალდუმ ის 2009 წელს ლას ვეგასში გააუპატიურა.