საკალათბურთო სუპერლიგის მე-14 ტური დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ერთი მატჩით დაიწყო. მეტოქეები ცხრილში ახლოს მყოფი გუნდები – “თსუ-ჰიუნდაი” და “ოლიმპი” იყვნენ. სტუდენტური გუნდი ოლიმპელებს ქულით უსწრებდა, რაც მატჩს მისი მონაწილეებისთვის დამატებით მოტივაციას სძენდა.
შეხვედრის ბედი ვერც ძირითად დროში გაირკვა და ვერც – დამატებითში. უაღრესად დაძაბული და უშეღავათო მატჩის ძირითადი 40 წუთი ფრედ – 76:76 დასრულდა. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ვწრც დამატებით ხუთწუთეულში, რომელიც 8:8 დასრულდა.
ყველაფერი მეორე ოვერტაიმის ბოლოს გადაწყდა. “ოლიმპის” მოთამაშეებმა,მეტოქის შეცდომების ფონზე გასამარჯვებლად აუცილებელი და საკმაო ქულები მუითვაკეს. პასუხად თავი საიმედოდ დაიცვეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს – 97:94.
ოლიმპელებს 28 ქულით და 9 პასით ტრე ბენეტმა ულიდერა, რომელმაც 14-დან 7 სამქულიქნი ჩააგდო. რევაზ როგავას ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 25 ქულით საუკეთესობშედეგი ჯეიმს მილიკენმა დააფიქსირა. 17 ქულა ჰქონდა გიორგი კორსანტიას, ხოლო 13-13 ალექსანდრე ფევაძეს და ვიკტორ ნიკერსონს.
მე-14 ტურის დარჩენილი შეხვედრები 22, 23 და 24 მარტს გაიმართება.
თსუ-ჰიუნდაი – ოლიმპი
სტატისტიკა: 94:97
www.gbf.ge