ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესახებ საუბრობს. შვედი ლეგენდის განცხადებით, „წითელი ეშმაკების“ განვითარებას ხელს სერ ალექს ფერგიუსონის ფიგურა უშლის.
ზლატანი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ყველა წარუმატებლობაზე ფერგიუსონის გახსენება:
„ყველაფერს რაც გუნდში ხდება, ფერგიუსონის ეპოქასთან ადარებენ. ამბობენ, რომ ფერგიუსონი აქ რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა, ფერგიუსონი ამ შეცდომას არ დაუშვებდა, ფერგიუსონი, ფერგიუსონი, ფერგიუსონი... ისინი ტელევიზიით ლაპარაკის მეტს არაფერს აკეთებენ.
მე რომ „მანჩესტერის“ მწვრთნელად დავინიშნო, პირველი ვიტყოდი, რომ ფერგიუსონი აქ აღარ არის და მე მოვედი ჩემი ისტორიის დასაწერად. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა ადრე, მხოლოდ აწმყოზე ფიქრია საჭირო.
ფერგიუსონს ამ გუნდის ისტორიაში თავისი ადგილი აქვს, მაგრამ გუნდმა უნდა გააგრძელოს ცხოვრება და თავისი იდენტობა იპოვოს“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.