ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში „იუტას“ ცენტრი რუდი გობერი აღიარეს, ხოლო აღმოსავლეთში „ვაშინგტონის“ უკანახაზელი ბრედლი ბილი.
განვლილ კვირაში გობერი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.5 ქულას, 15.5 მოხსნას და 2.3 ბლოკ- შოტს აგროვებდა. ბილი კი საშუალოდ ერთ მატჩში 32.5 ქულას, 6.3 მოხსნას და 7 პასს აკეთებდა.