სხვა

18:27 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაზადჯის პირველი ადგილი ლუქსემბურგში

15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით ლუქსემბურგის ქალაქ კოკელშოიერში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორების, სენიორების, ნოვისებისა და შუალედური ნოვისების კატეგორიაში.

ტურნირზე საქართველოს სახელით გამოდიოდა ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ნორჩი მოციგურავე ეკატერინე იაზადჯი (მწვრთნელი სესილი ბარძენიშვილი), რომელმაც მის მიერ წარმოდგენილი თავისუფალი პროგრამით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
იაზადჯიმ 38.05 ქულა მოაგროვა და ოც მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა. მეორე-მესამე პოზიციები ჰოლანდიელ და ბელგიელ გოგონებს ერგოთ.

0.1391