ჩოგბურთი

11:45 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის ანდრეესკუმ ინდიან უელსის მასტერსი მოიგო

ინდიან უელსის მასტერსის ფინალში 18 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა ბიანკა ვანესა ანდრეესკუმ გერმანელი ანგელიკა კერბერი 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველი ATP-ის ტიტული დაისაკუთრა. ანდრეესკუ ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც ინდიან უელსის მასტერზე იმარჯვა. 1999 წელს 17 წლის სერენა უილიამმა ფინალში შტეფი გრაფს აჯობა.

კანადელი გახდა მეოთხე ჩოგბურთლი, რომელმაც აღნიშნული მასტერსის მოგება მოახერხა და განთესილი არ გახლდათ, აქამდე მსგავსი, რამ სერენა უილიამსმა, კიმ კლაისტერსმა და ნაომი ოსაკამ შეძლეს.

უდაოდ ნიჭიერი ჩოგბურთელია ანდრეესკუ. მისი განვლილი გზა ინდიან უელსის მასტერსზე შთამბეჭდავია. მან დომინიკა ციბულკოვას, ბეგუს, ვანგს, მუგურუზას, ელინა სვიტოლინას და ანგელიკა კერბერს აჯობა.

ანდრეესკუმ ამ გამარჯვებით რეიტინგში მესამოცე ადგილიდან 24-ზე გადაინაცვლა.

0.152378