კალათბურთი

21:15 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენი ესპანურ ლიგას 17 ქულით და გამარჯვებით დაუბრუნდა

თად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატს რიხიანად დაუბრუნდა. ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი როგორც მისთვის, ისე “ხუვენტუდისთვის” წარმატებული გამოდგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ობრადორიოს” 17 ქულა ჩაუგდო და “ხუვენტუდს” გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ბადალონელებმა მნიშვნელოვანი გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს – 84:77.

მაკფადენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელს ახლო და საშუალო მანძილებიდან არ შეუტევი. მაკფადენმა 6-დან 5 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 17 ქულა მოაგროვა. ამასთან, თადს 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. შედეგად, მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 25 შეადგინა, რაც “ხუვენტუდის” შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

ამ მოგებით “ხუვენტუდმა” ცხრილში პოზიცია გაიიმყარა და 14 მოგება-9 წაგებით “ვალენსიასა” და “უნიკახასთან” ერთად 4-6 ადგილებს იყოფს. შემდეგ ტურში, 24 მარტს, ბადალონელები უშუალო კონკურენტ “ვალენსიას” ესტუმრებიან.

0.119053