ძიუდო

18:40 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილის ვერცხლი რუსულ გრანდ სლემზე

ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართული გრანდ სლემის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ღვინიაშვილი გადამწყვეტ შერკინებაში ჰოლანდიელ ნოელ ვან დ ენდს გაეჯიბრა და დამატებით დროში იპონზე დაეცა. ბექამ საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა და ოთხივეს მათგანს იპონით აჯობა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში რუს ჯაფარ კოსტოევს სძლია, შემდეგ კი, თურქ მიკაილ ოზერლერს (ექს-სლოვენიელი მიჰაელ ზგანკი, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი), იაპონელ გოკი ტაჯიმასა და ბრაზილიელ რაფაელ მასედოს მოუგო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა რუსული გრანდ სლემი 3 მედლით დაასრულა. ტურნირის საწყის დღებში ჩვენებმა 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს: კვარცხლბეკზე ასვლა ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (81 კგ.) მოახერხეს.

0.11551