ფეხბურთი

19:45 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მეკარით დაინტერესდა

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების და "ნიუკასლის" მეკარემ მარტინ დუბრავკამ შესაძლოა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს. როგორც Sunday Express-ი იუწყება, ფეხბურთელის აგენტმა იტალიური კლუბის მხრიდან ინტერესი დაადასტურა.

მარტინი ინგლისურ გუნდში 2018 წლის იანვარში ნახევარწლიანი იჯარის წესით პრაღის "სლავიადან" გადავიდა და ზაფხულში "ნიუკასლმა" ფეხბურთელი გამოისყიდა. მიმდინარე სეზონში დუბრავკამ 30 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 38 გოლი და ცხრა შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. 30 წლის მარტინის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064549