საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სათამაშოდ მზადაა. ქართველი შემტევი ბელგიის იუპილერ ლიგის 30-ე ტურში „სენტ ტრუიდენთან“ სამატჩო განაცხადში მოხვდა.
ჩაკვეტაძემ ბოლოს 30 იანვარს, ბელგიის თასის ნახევარფინალში „ოსტენდესთან“ ითამაშა და იქედან მოყოლებული უქმობდა. ეს უდაოდ სასიხარულო ცნობაა. ცნობისთვის, ჩვენებური ვალდიმირ ვაისს არც ძირითად და არც გაფართოებულ სიაში არ შეუყვანია შვეიცარიისა და ირლანდიის ნაკრებებთან მატჩებისთვის.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „სენტ ტრუიდენთან“ სამატჩო განაცხადში კიდევ ერთი ჩვენებური გიორგი ქვილითაიაც იმყოფება.
აღნიშნული შეხვედრა 17 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.