პრემიერლიგის 31-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს, ექვსი მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვეყნის ასოციაცის თასის მეოთხედფინალების გამო, სამი შეხვდრა - „ბრაიტონი“
- „კარდიფი,“ „უოტფორდი - საუთჰემპტონი“ და „ვულვზი“- „არსენალი“ გადაიდო.
ხოლო სამ ჩატარებულ შეხვედრაში 14 გოლი გავიდა, რაც ერთობ მაღალი მაჩვენებელია. სამივეში კვანძი ბოლო ან წამატებულ წუთებზე გაიხსნა.
„ლესტერმა“ ფაქტობრივად, მთელი მატჩი უმცირესობაში გაატარა „ბარნლისთან“ - ჰარი მაგუაირი უკვე მე-4 წუთზე გააძევეს - მაგრამ მაინც მოიგო. გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა იამაიკელმა, უესლი მორგანმა გაიტანა.
„მელიებმა“ ახალი დამრიგებლის, ბრენდან როჯერსის თავკაცობით ზედიზედ მეორედ მოიგეს.
მე-4 წამატებულ წუთზე გაათანაბრა ანგარიში ნიუკასლელმა მეტ რიტჩიმ და “ბორნმუთს“ 3 ქულის მოპოვება არ დაანება. მანამდე კი ბორნმუთელთა ნორვეგიელმა შემტევმა, ჯოშუა კინგმა დუბლის შესრულება მოაწრო.
„ვესტ ჰემი“ კი 75 წუთის განმავლობაში პირწმინდად აგებდა „ჰადერსფილდთან.“ ბოლო 17 წუთში კი სამჯერ დალაშქრა სტუმართა კარი. ჯერ ანჯელო ოგბონამ გამოიჩინა თავი, შემდეგ კი 8 წუთის ინტერვალში, მექსიკელმა, ხავიერ ერნანდესმა („ჩიჩარიტო“) დუბლი მიითვალა და „ჩაქუჩებს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ინგლისი
პრემიერლიგა. 31-ე ტური. 16 მარტი
ბარნლი -ლესტერი 1:2
0:1 მედისონი (33), 1:1 მაკნილი (38), 1:2 მორგანი (90)
გაძევება: მაგუაირი (4)
ბორნმუთი - ნიუკასლი 2:2
0:1 რონდონი (45+5), 1:1, 2:1 კინგი (48, პენ, 81), 2:2 რიტჩი (90+4)
ვესტ ჰემი - ჰადერსფილდი 4:3
1:0 ნოუბლი (15, პენ), 1:1 ბაკუნა (17), 1:2, 1:3 გრანტი (30, 65) 2:3 ოგბონა (75), 3:3, 4:3 ერნანდესი (84, 90+2)