ფეხბურთი

15:39 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პატომ ჩინეთი დატოვა

ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო თავისუფალი აგენტია. სამხრეთ ამერიკელმა ჩინურ „ტიანჯინთან“ კონტრაქტი ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ახალი გუნდის ძიებას შეუდგა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას პატო. როგორც ბრაზილიური მედია იტყობინება, ფეხბურთელი მზადაა სამშობლოდან და ევროპიდან წინადადებები განიხილოს.

პატო „ტიანჯინის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და 47 შეხვედრაში 30 გოლის გატანა მოახერხა.

0.113697