საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. "ჯვაროსნები" პირველ საწვრთნელ შეკრებას 18 მარტს თბილისში გამართავენ. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა.
უნგრული "ფერნეცვაროშის" მცველი ლაშა დვალი დაშავდა და ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა. ვლადიმირ ვაისმა კი, ლაშა გიორგი ნავალოვსკით ჩაანაცვლა, რომელიც აქამდე გაფართოებულ სიაში იმყოფებოდა.
მოახლებული ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ "ზესტაფონის" ბაზაზე მოემზადება. შეგახსენებთ, საქართველო 23 მარტს თბილისში შვეიცარიას დაუხვდება, ხოლო სამი დღის თავზე დუბლინში ირლანდიას ეწვევა.
ეს კი, საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი.
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).