ფეხბურთი

11:53 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" უეფასგან რონალდუს დასჯა მოითხოვა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. მადრიდის „ატლეტიკომ“ უეფაში სარჩელი შეიტანა და პორტუგალიელის დასჯა მოითხოვა.

კრიშტიანუმ „ატლეტიკოს“ ფანების მისამართით უხამსი ჟესტი გამოიყენა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. As-ის ინფორმაციით, სწორედ ამის გამო „როხიბლანკო“ პორტუგალიელის დასჯას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ პირველ მატჩში იგივე ჟესტით დიეგო სიმეონეც გამოირჩა, მაგრამ არგენტინელი მხოლოდ 20 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმეს.

ამჯერად კი, შესაძლოა უფრო მკაცრი სასჯელიც იქნას გამოტანილი, რადგან რონალდუმ ეს უშუალოდ მეტოქე გუნდის გულშემატკივრების წინაშე გააკეთა. საუბარია 1-დან 3 მატჩამდე დისკვალიფიკაციაზე. თუმცა, ჯერჯერობით უეფას ხსენებულ საკითხზე არც საქმის წარმოება დაუწყია და არც ოფიციალური განცხადება გაუკეთებია.

0.116262