მინსკში მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე 100 დღე რჩება. წლის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიება 10 საშეჯიბრო დღისგან და სპორტის 15 სახეობის 23 დისციპლინისგან შედგება. გათამაშდება მედლების 199 კომპლექტი.
აღსანიშნავია, რომ 8 სახეობას ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება, ხოლო ბადმინტონში, კრივში და ძიუდოში ასპარეზობები ევროპის ჩემპიონატის რანგით წარიმართება.
ბელარუსის დედაქალაქში ელოდებიან ევროპის 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტ ათლეტს, 1000-ზე მეტ აკრედიტებულ ჟურნალისტს. სპორტული არენებიდან მაუწყებლობის საერთო მოცულობა 500 საათს აღემატება, საერთაშორისო ტრანსლაციებისთვის 200-ზე მეტ სატელევიზიო კამერა იმუშავებს.
მეორე ევროპულ თამაშებს მოემსახურება 8 ათასზე მეტი მოხალისე.
მინსკი ევროპის მეორე თამაშებს 21-30 ივნისს უმასპინძლებს.
www.geonoc.org.ge