ფეხბურთი

23:00 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" უმწვრთნელოდ დარჩა

ესპანური „სევილია“ უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პაბლო მაჩინი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

„სევილიას“ ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდი ევროპა ლიგის მერვედფინალში პრაღის „სლავიასთან“ ორი მატჩის ჯამში (5:6) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ „სევილიელმა დალაქებმა“ სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ ბოლო დროს მოუკლეს, რის შედეგადაც, ლა ლიგაში მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მაჩინის, რომელიც „სევილიას“ 2018 წლიდან ავარჯიშებდა. დროებით კი, გუნდის გაწვრთნა ხოაკინ კაპაროსს დაევალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111468