ინგლისის ჩემპიონშიფში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პენალტი შესრულდა. „სუონსის“ კოსოვოელი ფეხბურთელი ბერსანტ ცელინა „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ კარის აღებას თერთმეტმეტრიანით აპირებდა.
კოსოვოელმა ფეხბურთელმა ე.წ „პანენკას“ დარტყმა გადაწყვიტა, მაგრამ რა გამოუვიდა ჩანაფიქრიდან, ძნელია ვინმემ ახსნას - თავადაც გაუჭირდება.
ცელინას დარტყმის მომენტში ფეხი დაუცდა და გოლის გატანას ვინ ჩივის, ბურთი კარისკენაც ვეღარ გაგზავნა. შეხვედრა კი, „ვესტ ბრომვიჩმა“ 3:0 მოიგო.
ცნობისთვის 22 წლის ბერსანტ ცელინას თავის დროზე „მანჩესტერ სიტის“, „ტვენტესა“ და „იფსვიჩ თაუნის“ რიგებში უთამაშია, ხოლო „სუონსის“ გასულ ზაფხულს შეუერთდა.