ფეხბურთი

1:00 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "სიტიმ" ბერნარდო სილვას ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ბერნარდო სილვას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „ქალაქელთა“ ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელი „ეტიჰად სთედიუმზე“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

არაოფიციალური ინფორმაციით, სილვა განახლებული ხელშეკრულების თანახმად კვირაში 200 ათას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში ბერნარდო სილვამ ყველა ტურნირის ჩათვლით 29 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126168