ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა უეფამ დისკვალიფიკაციით დასაჯოს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ბრაზილიელის საკითხს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.
ნეიმარი შესაძლოა ერთიდან სამ მატჩამდე დისკვალიფიკაციით დაისაჯოს და ამის მიზეზი ის სტატუსია, რომელიც სოციალურ ქსელში „მანჩესტერთან“ მატჩის შემდეგ გამოქვეყნა. ბრაზილიელმა მსაჯებზე სიტყვიერი თავდასხმა განახორციელა, მას მერე, რაც „იუნაიტედს“ ბოლო წუთზე პენალტები დაუნიშნეს.
„სირცხვილია! ოთხი ადამიანი უყურებს ეპიზოდს, რომელთაც ფეხბურთი არ ესმით. არაფერი იყო, სად უნდა წაიღოს ასეთ მომენტში ფეხბურთელმა ხელი?“, - წერდა ნეიმარი.