ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ „სევილიას“ თავდამსხმელ ვისამ ბენ იედერს აკრიდება. Calciomercato-ს ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ფრანგი ფეხბურთელის თამაშით მოხიბლულნი არიან და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ესპანურ კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
ბენ იედერის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგენს და შესაძლოა, ზაფხულამდე ეს თანხა გაიზარდოს კიდეც.
„სევილიას“ მაისურით ბენ იედერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 26 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.