„იუვენტუსის“ კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ, წუხელ, „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში (3:0), ტურინული კლუბის მაისურა, ყველა ტურნირში, მეხუთასედ მოირგო.
ის კლუბის მეხუთე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ნიშნულისთვის მიუღწევია, ალესანდრო დელ პიეროს, ჯიჯი ბუფონის, გაეტანო შირეასა და ჯუზეპე ფურინოს შემდეგ.